ახალი ამბები

სოლომონ თერნალელი ზვიად კირტავა აღმოჩნდა (ფოტო)

20 ნოემბერი, 2013 • • 2875
სოლომონ თერნალელი ზვიად კირტავა აღმოჩნდა (ფოტო)

ზვიად კირტავა/სოლომონ თერნალელი
ზვიად კირტავა/სოლომონ თერნალელი

მან თავისი ვინაობა პირველად დღეს, 20 ნოემბერს, მწერალთა სახლში გამართულ პრეზენტაციაზე გაასაჯაროვა. დღესვე გაიმართა მისი წიგნის, “სოლომონის ფიქრების” პრეზენტაცია, რომელიც ავტორის მიერ გამოქვეყნებული ბლოგპოსტებისა და კომენტარების კრებულია.


პრეზენტაციას 100-მდე ადამიანი ესწრებოდა. იგი ია ანთაძემ გახსნა, შემდეგ სიტყვა გია გორგოძეს გადაეცა, როდესაც დარბაზში შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სოლომონო სწორედ გორგოძე იყო, ამ დროს მან მიკროფონთან ვასილ მაღლაფერიძე მიიწვია, პუბლიკა ამჯერადაც შეცდა – ანონომი ბლოგერი არა მაღლაფერიძე, არამედ იქვე დარბაზში სხვებთან ერთად მდგომი კირტავა აღმოჩნდა.


ზვიად კირტავა ამბობს, რომ იგი წარმოშობით ქუთაისიდანაა და ბლოგერობამდე ჟურნალისტიკაში რაიმე სახის სერიოზული გამოცდილება არ ჰქონია. “ნეტგაზეთთან” იგი აცხადებს, რომ ანონიმურობას რამდენიმე ფაქტორის გათვალისიწნებით მიმართა, მათ შორის ერთ-ერთი შიშიც იყო. აღიარებს, რომ ანონიმურობა და ვინაობის გასაიდუმლოება გარკვეულწილად პოპულარობაში დაეხმარა. კირტავას თქმით, მას იმ სფეროში სურს მუშაობის გაგრძელება, სადაც ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს – ელექტრონულ ჯანმრთელობასა და მობილურ ტელემედიცინაში.


“არაა გამორიცხული, რომ ბლოგერული საქმიანობა გავაგრძელო, ხოლო წიგნზე თუ ვიფიქრებ, მეორე წიგნი ფეისბუქზე ჩემ იდა ჩემი მეგობრების მიერ განთავსებულ სალაღობო ხასიათის პოსტებს და კომენტარებს მიეძღვნება”.


სოლომონ თერნალელმა თავისი პირველი ბლოგპოსტი 2009 წლის თებრავლში გამოაქვეყნა, თუმცა მისი ვებგვერდის მიხედვით, ავტორმა პირველი სტატია 2008 წლის მაისში დაწერა, საპარლამენტო არჩევნების წინ:

“ეს სტატია 2008 წლის მაისში დაიწერა, საპარლამენტო არჩევნების წინ და მიუხედავად იმისა, რომ ვეცადე რამდენიმე გაზეთისათვის მიმეწოდებინა, არავის დაუბეჭდავს. მერე ანა დოლიძის ბლოგზე განვათავსე. გვარი „დოლიძეც“ მაშინ „მივითვისე“, – ასეთ ანოტაციას უკეთებს იგი მის ბლოგზე გამოქვეყნებულ პირველ სტატიას: “ნეობოლშევიზმი ქართულად”, რომელსაც ხელს სიმონ დოლიძის ფსევდონიმით აწერს.


სოლომონ თერნალელი საქართველოში მეორე ანონიმური ავტორია, რომელიც წიგნის დასაწერად ინტერნეტ სივრცეს იყენებს: პირველი forum.ge-ს წევრი, unbesito იყო.

ზვიად კირტავა/სოლომონ თერნალელი
ზვიად კირტავა/სოლომონ თერნალელი


მასალების გადაბეჭდვის წესი