რუსთავში, მეცხრამეტე მიკრორაიონში აფეთქება მოხდა. შემთხვევა დღეს, 20 ოქტომბერს მოხდა. ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები.
როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, წინასწარი ცნობებით, ადგილზე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. სამუშაოები საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მიმდინარეობდა.
უწყების წინასწარი მონაცემებით, აფეთქებისას 7 ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია როგორც სასწრაფო დახმარების, ისე სახანრო-სამაშველო ეკიპაჟები.
“ნეტგაზეთი” დამატებით ინფორმაციას ელის როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურისაგან, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.