კონტრაქციის მონაწილეები დედაენის ბაღში. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

“ქართული იდეა”, ლორთქიფანიძე და სხვები “კანაფის ფესტივალის” კონტრაქციაზე

დედაენის ბაღში გირჩის “კანაფის ფესტივალის” კონტრაქცია მიმდინარეობს დედაენის ბაღში, სადაც “გირჩი” “კანაფის ფესტივალის” ჩატარებას გეგმავს, მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგ აქცია კიმდინარეობს.

როგორც “ნეტგაზეთის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, კონტრაქციაზე იმყოფებიან დიმიტრი ლორთქიფანიძე, ანტი-ლიბერალური ჯგუფის, “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა და კანაფის ლეგალიზაციის სხვა მოწინააღმდეგეები.

“როგორც ჩაჩუამ “ნეტგაზთს” უთხრა, ისინი ეწინააღდეგებიან “ნარკომანიის პროპაფანდას” და ნარკოტიკების გასაღებას საქართველოში.

კონტრაქციის მონაწილეები დედაენის ბაღში. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

კონტრაქციის მონაწილეები დედაენის ბაღში. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი


“გირჩის” მიერ დაანონსებული “კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი”,  სადაც შესაძლებელია, მარიხუანა გაიყიდოს, დღეს, 16:20-ზე, დედაენის ბაღში უნდა დაიწყოს. პარტიაში ამას კანაფის დათესვისა და მოხმარების სრული ლეგალიზაციის წინაპირობად ხედავენ.

დედაენის ბაღიდან პოლიციამ განყოფილებაში უკვე 5 პირი გადაიყვანა. მათ შორის არიან “გირჩის” წევრები – იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ნიკა ობოლაძე; ასევე, პარტიის ორი მხარდამჭერი, რომელთაც ცხოველების ფორმები ეცვათ.  შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა მათგანი “საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად” წაიყვანეს ფესტივალთან დაკავშირებული გამოძიებს ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ 13 ოქტომბერს დაიწყო.

პარტიაში ასევე ამბობენ, რომ პოლიცია მათ ბარში აპარატურის შეტანის საშუალებას არ აძლევს, რომელიც ღონისძიებისთვისაა საჭირო.

გამოძიების საპასუხოდ, პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძემ განმარტავს, რომ მისი ეს ქმედება იქნება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, თუმცა ამით კანონს არ დაარღვევს.  პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილებას დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ ასევე განმარტა, თუ რა ადგილებში არ იქნება დასაშვები მარიხუანის მოწევა.

“გირჩი”: იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი პოლიციაში გადაიყვანეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან