ახალი ამბები

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

29 აპრილი, 2014 •
არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შსს–ში აცხადებენ, რომ დაკავებულმა თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში არასრულწლოვანი ბიჭი მოტყუებით მიიყვანა, შემდეგ ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კონტაქტი დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

მოგვიანებით დაზარალებულმა დასახმარებლად პოლიციას მიმართა და ბრალდებული მიმართვიდან რამდენიმე საათში გოგებაშვილის ქუჩაზე დააკავეს.

 

გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 
დაკავება
დაკავება
 

მასალების გადაბეჭდვის წესი