ახალი ამბები

17 წლის გოგო, რომელის გატაცებაზეც ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, თავშესაფარში გადაიყვანეს

19 ოქტომბერი, 2018 • 1825
17 წლის გოგო, რომელის გატაცებაზეც ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, თავშესაფარში გადაიყვანეს

17 წლის გოგო, რომელიც, ოჯახის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და 18 ოქტომბერს იპოვეს, პოლიციამ თავშესაფარში გადაიყვანა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ არასრულწლოვანმა თავად გადაწყვიტა ოჯახის შექმნა, თუმცა ამ გადაწყვეტილების გამო მოსალოდნელი იყო მის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, რასაც ამყარებდა მის გადაწყვეტილებამდე ოჯახში არსებული სიტუაცია.

მათივე ინფორმაციით, გოგო დასძენს, რომ სახლიდან წასვლის შემდეგ მასზე რაიმე სახის ძალადობა არ ყიფილა და მისთვის არც თავისუფლება აღუკვეთავთ. არასრულწლოვნის უსაფრთხოების მიზნით და არსებული რეალური რისკების გათვალისწინებით, გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ამჟამად არასრულწლოვანი გადაყვანილია თავშესაფარში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

შსს-ს თქმით, 17 წლის არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, მასთან მუშაობის პროცესში დაუყოვნებლივ ჩართეს სოციალური მუშაკი და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრ GCRT-ის ფსიქოლოგი, რომლებმაც რეკომენდაცია გასცეს არასრულწლოვნის გამოკითხვაზე. არასრულწლოვანს ასევე გაესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელიც გამოძიების ადგილზე იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი