ახალი ამბები

ვინ რა დროს უთმობს პარტიებს წინასაარჩევნოდ საინფორმაციოებში — GNCC-ის მონიტორინგი

18 ოქტომბერი, 2018 • 2989
ვინ რა დროს უთმობს პარტიებს წინასაარჩევნოდ საინფორმაციოებში — GNCC-ის მონიტორინგი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიამონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიშის თანახმად, საუკეთესო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ საინფორმაციო გამოშვებებში ტელევიზიები ყველაზე მეტ დროს ძირითადად უთმობდნენ ან “ქართულ ოცნებას”, ან გრიგოლ ვაშაძეს.

“ნეტგაზეთი” გთავაზობთ მარეგულირებლის ანგარიშში შესული პირველი 10 ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგებს როგორც პრაიმ ტაიმში, ისე საუკეთესო დროს მიღმა. ეს არხებია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რუსთავი2, იმედი, ტვ პირველი, პალიტრა ტვ, მაესტრო, იბერია, ობიექტივი და კავკასია.

მონიტორინგი მოიცავს პერიოდს 2018 წლის 28 აგვისტოდან 29 სექტემბრამდე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი

მონიტორინგის თანახმად, I არხზე საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო შემდეგი პროპორციით დაეთმოთ კანდიდატებს/პარტიებს:

  • გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 28.4%,
  • ქართული ოცნებას – 23.6%,
  • დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს — 18.7%,
  • სალომე ზურაბიშვილს – 14.2%,
  • ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს -10%–ზე ნაკლები .

პირველი არხის პრაიმ ტაიმი

პირველი არხის პრაიმ ტაიმი

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: ქართულ ოცნებას – 29.77%, დავით ბაქრაძე – ევროპულ საქართველოს“ – 20.8%, გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 20.2%, სალომე ზურაბიშვილს – 14.2%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

მონიტორინგის თანახმად, აჭარის ტელევიზიაზე საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო შემდეგი პროპორციით დაეთმოთ კანდიდატებს/პარტიებს:

  • გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 39.2%,
  • ქართულ ოცნებას – 32.8%,
  • სალომე ზურაბიშვილს – 13%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს – 10%,
  • ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები

აჭარის ტელევიზიის პრაიმ ტაიმი

აჭარის ტელევიზია

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 37.4%, ქართულ ოცნებას – 30.1%, სალომე ზურაბიშვილს – 15%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

რუსთავი2

საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 38.3%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს – 24.2%, ქართულ ოცნებას – 19.8%, სალომე ზურაბიშვილს – 10.1%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

რუსთავი 2

რუსთავი2

 

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 43.8%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს -21.5%, ქართულ ოცნებას – 16.7%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს -10%–ზე ნაკლები.

იმედი

საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 29.5%, ქართულ ოცნებას – 27%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს – 23.8%, სალომე ზურაბიშვილს – 15%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

იმედი

იმედი

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: ქართულ ოცნებას – 27.3%, გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 24.7%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს 24%, სალომე ზურაბიშვილს – 21%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს-10%–ზე ნაკლები.

ტვ პირველი

საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: სალომე ზურაბიშვილს – 40.7%, გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 18.3%, ქართულ ოცნებას – 15.9%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს -15.1%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

ტვ პირველი

ტვ პირველი

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: სალომე ზურაბიშვილს – 32.3%, გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 20.4%, ქართულ ოცნებას – 18.8%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს 17.6%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

შპს „პალიტრა TV“ (Pirveli News)

საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: სალომე ზურაბიშვილს – 35.9%, გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 28.9%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს – 17.3%, ქართულ ოცნებას – 16.7%.

პალიტრა ტვ

პალიტრა ტვ

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: სალომე ზურაბიშვილს – 31.8%, გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 28.6%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს – 21.8%, ქართულ ოცნებას – 13.1% ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს -10%–ზე ნაკლები.

მაესტრო

საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 19.3%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს – 18.6%, სალომე ზურაბიშვილს – 18.3%, ქართულ ოცნებას – 17.9%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს -10%–ზე ნაკლები.

 

მაესტრო

მაესტრო

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: ქართულ ოცნებას – 18.4%, გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 17.9%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს – 17.7%, სალომე ზურაბიშვილს – 17.4%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

იბერია

საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 30.5%, დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს – 21.1%, სალომე ზურაბიშვილს – 16.2%, შალვა ნათელაშვილი–ლეიბორისტულ პარტიას – 12.4%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

იბერია

იბერია

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს – 36%, გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 23.8%, ქართულ ოცნებას – 12.9%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

ობიექტივი

საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: ქართულ ოცნებას – 51.9%, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს – 36.1%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

ობიექტივი

ობიექტივი

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: ქართულ ოცნებას – 51.9%, საქართველოს პატრიოტთა ალიანსს – 36.1%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე.

კავკასია

საუკეთესო დროს საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს – 36.2%, გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 26.3%, სალომე ზურაბიშვილს – 16.8%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.

კავკასია

 

კავკასია

საუკეთესო დროის მიღმა საინფორმაციო გამოშვებებში დრო დაეთმო: დავით ბაქრაძე–ევროპულ საქართველოს – 29.6%, გრიგოლ ვაშაძე–ძალა ერთობაშია – 26.5%, სალომე ზურაბიშვილს – 24.2%, ხოლო ყველა დანარჩენ სუბიექტს- 10%–ზე ნაკლები.


საარჩევნო სუბიექტების, მედიისა  და არასამთავრობო სექტორის მხრიდან  რამდენიმე ძირითადი საკითხი გამოიკვეთა:

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიის სანდოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმება;

მაუწყებლების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არარეგისტრირებული კანდიდატების პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამისა და  არასათანადო/არაეთიკური რეკლამის განთავსება;

კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი