“უდავო ფაქტია, რომ მთიან ყარაბაღს აქვს სახელმწიფო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ევროპულ ღირებულებებზე და, შესაბამისად, დემოკრატიულ პრინციპებზე. დროა, დე იურე გამყარდეს არწახის მოსახლეობის ფაქტობრივად რეალიზებული უფლება თვითგამორკვევაზე” – ეს განცხადება სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროგრამის 5 წლისთავთან დაკავშირებულ შეხვედრაზე გააკეთა.  

 

მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას მსოფლიოსთვის და ევროპის კონტინენტის კეთილდღეობისთვის. 

 

“მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის,”- განაცხადა სარგსიანმა. 


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო, როდესაც ყარაბაღის ავტონომიური ოლქი აზერბაიჯანის შემადგენლობიდან გამოვიდა. 


მთიანი ყარაბაღი; ფოტო: i-news.kz
მთიანი ყარაბაღი; ფოტო: i-news.kz

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *