“ამგვარი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს ნებისმიერი რელიგიისადმი. ასეთი საქციელით მედია სიმართლეს ვერ გაუწევს ჯეროვან სამსახურს.

 

კათოლიკე ეკლესია აცნობიერებს პაპი ფრანცისკეს მიმართ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც მისი გამორჩეული მწყემსობის სტილიდან გამომდინარეობს. პრესა უზენაესი პონტიფექსის მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს. თუმცა უცხოეთშიც და საქართველოშიც მოიძებნებიან ჟურნალისტები, რომლებიც მზად არიან საზოგადოებას ყოველგვარი გადამოწმების გარეშე შეასაღონ იმგვარი ინფორმაცია, რომელიც არც პაპსა და არც ვატიკანის პრესსამსახურს არ უთქვამს. ნამდვილად, პაპი ფრანცისკე საუბრობს თავისუფლად, და ხშირად მისი ნათქვამის წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელია, ამას ყველა ჩვენგანი დადებითად ვაფასებთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ათქმევინო პაპს ნებისმიერი რამ, და ხალხიც დააჯერო ამაში”, – ნათქვამია ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

ადმინისტრაცია თხოვს მედიის წარმომადგენლებს, გადაამოწმონ ინფორმაცია რესპექტაბელურ წყაროებში, ან დაუკავშირდნენ კათოლიკე ქართველთა ადმინისტრაციას.

ჯუზეპე პაზოტო - ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი
ჯუზეპე პაზოტო – ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი

 

“ვიმედოვნებთ, მომავალში დეზინფორმაციის გავრცელებასა და კათოლიკეთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებას ადგილი აღარ ექნება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც არ არის დასახელებული კონკრეტული მედიასაშუალება, თუმცა გუშინ და გუშინწინ ქართულ ინტერნეტ-საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს “კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ადამიანებს ჰყავთ უცხოპლანეტელი „დები და ძმები“, რომლებსაც ძალიან მალე შეხვდებიან:

 

“ვატიკანის ასტრონომები ახლა ამბობენ, რომ უცხოპლანეტელები უკვე ჩამოდიან დედამიწაზე და აპირებენ ჩვენს მონათვლას თავიანთ სარწმუნოებაში. ეს კი ჩვენს ცოდნაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს შეცვლის სახარების ჩვენეულ გაგებას. და მართლაც, ზოგიერთი ღრმა თეოლოგი უკვე ამბობს, რომ შესაძლოა ყოველივე, რაც კი სახარების შესახებ ვიცით, არასწორი აღმოჩნდეს და გადაისინჯოს”, – ნათქვამია ზოგიერთი ქართული ვებსაიტის მიერ გავრცელებულ მასალებში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *