ახალი ამბები

მომხმარებელი ფინანსური სახსრების დაბანდებას დეველოპერული კომპანიის „m²“ ობლიგაციებში შეძლებს

23 აპრილი, 2014 • 1033
მომხმარებელი ფინანსური სახსრების დაბანდებას დეველოპერული კომპანიის „m²“  ობლიგაციებში შეძლებს

თავისუფალი ფინანსური სახსრების დაბანდება ნებისმიერ მსურველს დეველოპერული კომპანიის „m²“ ობლიგაციებში შეუძლია. ხსენებული ობლიგაციები აშშ დოლარშია დენომინირებული და ერთი წლის ვადა აქვს. ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება 1,000 აშშ დოლარს შეადგენს და მომხმარებელს მაღალ წლიურ საპროცენტო განაკვეთს, 9.5%–ს (გადასახადებით დაბეგვრამდე) სთავაზობს. ობლიგაციის დამატებით უპირატესობას შეადგენს მისი გასხვისების შესაძლებლობა. „m²“–ის ობლიგაციების მთლიანი გამოშვება 5 მილიონი აშშ დოლარია.  ობლიგაციების განთავსების აგენტი საქართველოს ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია „ბიჯი კაპიტალია“.

 

ხსენებული ობლიგაციის გამოშვებით დეველოპერული კომპანია „m²“ ახდენს მისი დაფინანსების სტრუქტურის დივერსიფიკაციას და საქართველოში ამკვიდრებს თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას. ამასთან,  „m²“ გეგმავს განსახორციელებელი სამშენებლო პროექტების სპექტრის გაფართოებას და სამომავლოდ სხვადასხვა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების მქონე მომხმარებელზე მორგებული  საცხოვრებელი კომპლექსების შეთავაზებას.

 

„m²“–ის ობლიგაციის მისაღებად მომხმარებელმა უნდა მიმართოს საბროკერო კომპანია  „ბიჯი კაპიტალს“  ან მის ფინანსურ შუამავალს – საქართვლოს ბანკს.

 

ობლიგაციების მფლობელებს მიეცემათ უნიკალური შესაძლებლობა  ისარგებლონ ფასდაკლებით სს „m² უძრავი ქონების“ მიერ მართულ პროექტებში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ობლიგაციების შეთავაზებასთან დაკავშირებით, ეწვიეთ: www.bonds.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი