ახალი ამბები

გერმანიაში თვითმფრინავი ხალხის ჯგუფში ჩავარდა – არიან დაღუპულები

14 ოქტომბერი, 2018 • 3230
გერმანიაში თვითმფრინავი ხალხის ჯგუფში ჩავარდა – არიან დაღუპულები

გერმანიაში, ჰესენის მხარეში, მცირე ზომის თვითმფრინავი ხალხის ხალხის ჯგუფში ჩავარდა. BBC-ის ცნობით, ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა ქალაქ ფულდასთან ახლოს, მთიან არეალში, ადგილობრივი დროით 15:45-ზე მოხდა. წარუმატებელი დაშვების შემდეგ, თვითმფრინავი კვლავ სიჩქარის აკრეფას ცდილობდა, რაც ვერ შეძლო და ადამიანთა ჯგუფს შეეჯახა. ისინი ასაფრენ ბილიკთან ახლოს იდგნენ.

BBC-ის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.

ავარიის დროს ადგილზე ნორმალური ამინდი იყო.

თვითმფრინავი, რომელიც ხალხის ჯგუფს შეეჯახა. ფოტო: Bild © osthessen-news.de/Matthias Kipper

მასალების გადაბეჭდვის წესი