ახალი ამბები

პრემიერი: ძალიან მეეჭვება, რომ ჩვენს გუნდში 4 თუ 5 მოღალატე იყოს

23 აპრილი, 2014 • • 1137
პრემიერი: ძალიან მეეჭვება, რომ ჩვენს გუნდში 4 თუ 5 მოღალატე იყოს

ღარიბაშვილის განცხადებით, მას ეეჭვება, რომ გუნდში მოღალატეები ჰყავდეს, თუმცა მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეახსენა, რომ მოღალატეს სათანადო პასუხი გაეცემა:

 

“მინდა კომენტარი გავაკეთო იმ გაუთავებელ სპეკულაციებზე, რომელიც რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს მთავრობის მოსლოდნელ ცვლილებებზე, მინისტრების გადაადგილებაზე. 6–პროცენტიანი ნაციონალური მოძრაობა აგორებს ჭორებს, რომ თითქოს რამდენიმე მინისტრი აპირებს გადადგომას. ძალიან მაინტერესებს, რომელი მინისტრი აპირებს გადადგომას და რაღაც გადატრიალების მცდელობას. მე არ მგონია და ძალიან მეეჭვება, რომ ჩვენს გუნდში იყოს თანაც 4 თუ 5 მოღალატე… მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ, მაგრამ ზოგადად ძალიან მარტივი გასაგებია, თუ რატომ მიმდინარეობს სპეკულაციები. მათი მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობაში დაბნეულობა შეიტანონ და არასტაბილობის განცდა გააჩინონ.


მე ვიცი, რომ ბოლო კვლევების მიხედვით მოსახლეობაში ძალიან ოპტიმისტური განწყობაა, მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი საქართველოს მომავალს ძალიან ოპტიმისტურად უყურებს. ის კურსი, რაც ჩვენმა გუნდმა აიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბოლომდე იქნება მიყვანილი. მე ამას გპირდებით მთელი ჩვენი გუნდის სახელით და პირადად მე, როგორც პრემიერ–მინისტრი ვიღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ არავითარი ცვლილება, გადაადგილება თუ სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება. ეს არის მარტივი სპეკულაციები ნაციონალური მოძრაობის და იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ნაციონალური მოძროაბის ე.წ. აგენტი-ჟურნალისტები არიან და ჭორებს ძალიან მარტივად, პროფესიონალურად აშენებენ”, – განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი