ახალი ამბები

“პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი – რჩება!” – ლაშა ბუღაძე “საბას” დაჯილდოებაზე

13 ოქტომბერი, 2018 • 4539
“პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი – რჩება!” – ლაშა ბუღაძე “საბას” დაჯილდოებაზე

“მიუხედავად ყველაფრისა, ქართველი მწერალი თავის სიტყვას ყოველთვის იტყვის, თავის სიმართლეს გაიტანს. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, სიტყვა კი რჩება”, – ასე დაასრულა სიტყვით გამოსვლა “საბას” დაჯილდოების ცერემონიაზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ, რომელმაც ლიტერატურული პრემია საუკეთესო რომანისათვის მიიღო.

ლაშა ბუღაძემ ქართული ლიტერატურის თავისებურებებთან და მის შემოქმედებთან ერთად, საქართველოში დღეს არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, რუსულ ოკუპაციაზე, ქართველი მწერლების პრობლემებსა და ზვიად რატიანის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი