ახალი ამბები

კიევი: უკრაინაში მიმდინარე პრორუსულ პროცესებსა და 2008 წლის ომში ერთი და იგივე პირი დაფიქსირდა [ფოტო]

22 აპრილი, 2014 • • 1146
კიევი: უკრაინაში მიმდინარე პრორუსულ პროცესებსა და 2008 წლის ომში ერთი და იგივე პირი დაფიქსირდა [ფოტო]

CNN–მა გაავრცელა ერთ–ერთი პრორუსი აქტივისტის ფოტო, რომელიც კრამატორსკსა და სლავიანსკში დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი დემონსტრანტი ფედერალიზაციის მოთხოვნით. ამავდროულად, უკრაინის უშიშროების შესაბამისი სამსახური კიდევ ერთ ფოტოზე მიუთითებს, სადაც ანალოგიური გარეგნობის ადამიანი 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში მონაწილეობს. მას მხარზე რუსეთის სპეციალური სამსახურის ნიშანი აქვს.

 

 

 

CNN ზემოხსენებული ფოტომასალის ავთენტურობას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს, თუმცა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ რეგიონში სეპარატისტების სახელით სწორედ რუსეთის ფედერაცია ოპერირებს.

ოფიციალური მოსკოვი უკრაინის აღმოავლეთ რეგიონებში მიმდინარე სპეარატისტულ მოძრაობებში მონაწილეობას უარყოფს. სლავიანსკის თვითაღიარებულმა მერმა კი, რომელიც ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, ზემოხსენებული ფაქტი ასე ახსნა:

“მე ჩემს მეგობრებს (რომელთაგან პრაქტიკულად ყველა ყოფილი სამხედროა) დასახმარებლად ვუხმე, ისინი ჩამოვიდნენ არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ მოლდოვიდან, ყაზახეთიდან, ბელარუსიდანაც”.

მოგვიანებით მან პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ქალაქში რუსი ჯარისკაცები არ იმყოფებიან.

 

 

 

ორშაბათს კიევში აშშ–ს ვიცე–პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ვაშინგტონის მხრიდან ფინანსური დამხარების საკითხს განიხილავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი