ახალი ამბები

თიბისი ბანკის ახალი იპოთეკური სესხი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით

22 აპრილი, 2014 • 3435
თიბისი ბანკის ახალი იპოთეკური სესხი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით

ეს არის თიბისი ბანკის ახალი იპოთეკური სესხი, რომელიც შემუშავდა სპეციალურად „ლისი დეველოპმენტის“ კლიენტებისათვის და რომლის საპროცენტო განაკვეთი 0-დან 8,44%-მდეა. კერძოდ, სესხი უპროცენტოა 15 თვის ვადის შემთხვევაში, ხოლო 5 წლიანსესხის წლიური პროცენტი სტანდარტულზე ბევრად დაბალი – 8.44%-ია.  

 

„ლისი ვერანდა“  ლისის ტბასთან ახლოს, გოძიაშვილის ქუჩის მიმდებარედ („112“-ისშენობის უკან) მდებარეობს. ეს არის სრულიად ახალი, ეკოლოგიურად სუფთა დასახლების კონცეფცია, მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონითა და თანამედროვე დახვეწილი არქიტექტურით.

 

„ლისი ვერანდა“ 355 ჰექტარზე გაიშლება. შენობები მწვანე ტერიტორიის მხოლოდ მესამედს დაიკავებს, დანარჩენი კი უნიკალური ფლორა და საგანგებოდ გაშენებული ბაღები იქნება.

 

„ლისი ვერანდა“ განსაკუთრებულია კლიმატური პირობებით, თერმული წყლებით და თვალწარმტაცი ხედებით მთელ თბილისზე. საცხოვრებელი კომპლექსის ყველა ფანჯრიდან თბილისის ან ლისის ტბის უნიკალური ხედები იშლება. ამას განაპირობებს დაგეგმარების პრინციპი – განაშენიანების დაბალი სიმჭიდროვე და არაუმეტეს 4 სართულის სიმაღლის შენობები. აქვეა ახლად აშენებული იპოდრომიც.

 

„ლისი ვერანდა“ კომპანია „ლისი დეველოპმენტის“ პროექტია. ის საქართველოშიპირველი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ასეთ ფართომასშტაბიან პროექტს ახორციელებს. კომპანიის მიზანია თანამედროვე სტილის, დახვეწილი არქიტექტურისმქონე საცხოვრებელი კომპლექსის შექმნა და სრულიად ახალი, ეკოლოგიური, ჯანსაღიცხოვრების სტილის დამკვიდრება.

 

„ლისი ვერანდაზე“ საცხოვრებლის სამი ძირითადი ტიპი შენდება:

 

1.       დაბალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები.

2.       “თაუნჰაუსები” – საქართველოში სრულიად ახალი სტილის, ინდივიდუალურისაცხოვრებელი სახლი საკუთარი ეზოთი .

3.       ვილა ინდივიდუალური პროექტითა და საკუთარი ეზოთი

 

პროექტი ასევე მოიცავს 4000 მ2-ის ფართობის პარკს, საცურაო აუზს და ფიტნეს დარბაზს. საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება 24 საათიანი დაცვა და კონსიერჟი.

 

ამ ეტაპზე დასრულებულია 120 ზე მეტი ბინის, 16 თაუნჰაუსის და 2 ვილის მშენებლობა.მიმდინარეობს 19 დუპლექსის სტილის და 8 სტუდიოს ტიპის ბინების მშენებლობა. პროექტის მომდევნო ფაზა, რომელიც 2014 წლის მაისში დაიწყება, ითვალისწინებს 48000 მ²ის მშენებლობას და გულისხმობს 260 საცხოვრებელ ერთეულს.

 

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამშენებლო მასალებისხარისხს, მათ ეკოლოგიურ თვისებებსა და ენერგოდამზოგავ მონაცემებს.

 

ლისი ვერანდა
ლისი ვერანდა

მასალების გადაბეჭდვის წესი