ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საბავშვო ბაღის “ოცნების” ტორტითა და ატრიბუტიკით გაიხსნა ცესკომ დარღვევად არ მიიჩნია. ამ საკითხზე რეგირებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) მიმართა.
17 სექტემბერს ჩხოროწყუს რაიონში, სოფელი კირცხში საბავშვო ბაღი გახსნეს ჩხოროწყუს მერმა, დავით გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ. ბაღის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მმართველი პარტიის ლოგოთი გაფორმებული ტორტი სწორედ მათ პატივსაცემად გამოაცხვეს.
ISFED-მა მიიჩნია, რომ ბაღის გახსნაზე პარტიული ატრიბუტიკის გამოყენებით დაირღვა საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი, რომლითაც იკრძალება სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმრთველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღინისძიებაზე ორგანიზატორის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ჩაითვლება.
ცესკოში აცხადებენ, რომ ვინაიდან “ქართულ ოცნებას” 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატი არ წარუდგენია და ბაღის გახსნაზე პრეზიდენტობის არცერთი კანდიდატი არ ყოფილა, აღნიშნული ფაქტი დარღვევად ვერ ჩაითვლება.
როგორც ცნობილია, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ დაასახელა, თუმცა მმართველი გუნდი აქტიურად უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს.