ახალი ამბები

საპარლამენტო უმრავლესობამ არ იცის, რომ მაუწყებლის მეურვე კანონის დარღვევით აირჩიეს

17 აპრილი, 2014 • • 1382
საპარლამენტო უმრავლესობამ არ იცის, რომ მაუწყებლის მეურვე კანონის დარღვევით აირჩიეს

“ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ალექსანდრე ვახტანგოვი მისი მეგობარია: 

 

„ზეპირად ვიცი ალექსანდრე ვახტანგოვის კონცეფცია. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი და ვიცნობ მას  წლების განმავლობაში, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე საინტერესო ადამიანი საერთოდ ამ ბიზნესში.” 

თუმცა კითხვაზე, დაესახელებინა მისი კონცეფციის სამი მთავარი პუნქტი, დეპუტატმა პასუხი ვერ გასცა: 


“მთავარ სამ პუნქტზე ახლა ვერ ჩამოვყალიბდები, რომელია მთავარი სამი პუნქტი, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვინც იცის, რომ ძალიან კარგად ვიცნობ წლების განმავლობაში, დარწმუნდება, რომ მე უნდა ვიცნობდე ამ ადამიანს და მის შეხედულებებს. ეს არ არის მარტო ჩემი აზრი, ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პიროვნებაა, რომელსაც ამ ბიზნესში უმოღვაწია და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორი და საერთოდ მოაზროვნე ადამიანია.”

ზვიად კვაჭანტირაძემ არ იცის იმის შესახებ, რომ ალექსანდრე ვახტანგოვს მეურვეობის სხვა კანდიდატებთან ერთად სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა არ მიუღია, რაც მაუწყებლის შესახებ კანონის მიხედვით კანდიდატს მოეთხოვება.  

პარლამენტი
პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ მან ფრაქციაში კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო გააწყვეტილება, ალექსანდრე ვახტანგოვისთვის მხარი რომ დაეჭირა: 

“მე პირადად არ ვიცნობ მის კონცეფციას, ფრაქციაში გავიარე კონსულტაციები და ფრაქციის გადაწვეტილებას დავუჭირე მხარი. პირადად ამ პროცესში ნაკლებად ვიყავი ჩართული. მაგალითად, სურსათის უვნებლობის საკითხზე ჩემი ფრაქცია იზიარებს ჩემს ინფორმაციას, ასე რომ, გუნდურად ვმუშაობთ და ამ შემთხვევაში მე დეტალურად არ დავინტერესებულვარ. ამ კვირაში დიდი კანონი მქონდა სამი მოსმენით გამოსატანი და ინტენსიური სამუშაოები მქონდა”,- განაცხადა გიგლა აგულაშვლმა. 

 

ალექსანდრე ვახტანგოვი –  85 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა დღეს, 17 აპრილს, დაამტკიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად. ვახტანგოვთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი მეორე კანდიდატი: გრიგოლ გოგელია – 86 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი