ახალი ამბები

პარლამენტმა GPB-ის ბორდში უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატები არ დაამტკიცა

17 აპრილი, 2014 • 1144
პარლამენტმა GPB-ის ბორდში უმცირესობის მიერ წარდგენილი კანდიდატები არ დაამტკიცა

პარლამენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი გიორგი კოხრეიძის კანდიდატურა 119 ხმით 0-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

 

პარლამენტმა ასევე დაამტკიცა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატი: გრიგოლ გოგელია – 86 ხმით 1-ის წინააღმდეგ, ხოლო  ალექსანდრე ვახტანგოვი –  85 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

 

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მიერ წარმოდგენილი დავით კიზირიას კანდიდატურას, პარლამენტმა ის  40 ხმით 9-ის წინააღმდეგ ჩააგდო, პარლამენტმა ასევე 38 ხმით 7-ის წინააღმდეგ ჩააგდო უმცირესობის მეორე კანდიდატი ნინია კაკაბაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონმდებლობით უკვე არჩეულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის 7 ახალი წევრი. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  დააკმაყოფილა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჯერ კიდევ მოქმედი ბორდის წევრების სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებს “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების გაუქმებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი