ახალი ამბებიგართობა

ქალი სუპერგმირები გოგოებს თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარებიან – BBC-ის კვლევა

10 ოქტომბერი, 2018 • 2466
ქალი სუპერგმირები გოგოებს თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარებიან  – BBC-ის კვლევა

სამეცნიერო ფანტასტიკისა და სუპერგმირების სამყაროში კაცები დომინირებენ, თუმცა, როგორც BBC ამერიკის ახალმა კვლვამ გამოავლინა, ახალგაზრდებს მოთხოვნა ისეთ ტელესერიალებსა და ფილმებზე აქვთ, სადაც მთავარ როლს ქალი გმირები ასრულებენ.

BBC-ის და ქალთა მედიაცენტრის ერთობლივი კვლევით დადგინდა, რომ ქალი სუპერგმირების ეკრანზე გამოჩენა გოგოებს თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება.

როგორც Cnet წერს, კვლევაში, სახელწოდებით “სუპერძალები გოგოებს: ქალთა წარმომადგენლობა სამეცნიერო ფანტასტიკისა და სუპერგმირების ჟანრში”, მონაწილეობა 5- დან 19 წლამდე 2 431-მა ბავშვმა მიიღო.

ყველა ჯგუფში კვლევამ გამოკვეთა, რომ მთავარი როლის შემსრულებლად ამ ჟანრების სატელევიზიო შოუებსა და ფილმებში გამოკითხულები ქალ პერსონაჟებს ანიჭებენ უპირატესობას.

კვლევით ასევე ირკვევა, რომ ახალგაზრდა გოგოები თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ, როცა ეკრანზე მათ მსგავს გმირებს ხედავენ.

ისეთი პერსონაჟების თავგადასავლების ყურება, როგორებიც ქალი-საოცრება, კაპიტანი მარველი, პრინცესა ლეია და ქალი დოქტორი (სერიალში Doctor Who) არიან, ახალგაზრდა გოგოებს თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარებიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი