ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანი იმედოვნებს, რომ რუსეთში სომეხი მიგრანტების პრობლემები გადაიჭრება

16 აპრილი, 2014 • • 1605
ერევანი იმედოვნებს, რომ რუსეთში სომეხი მიგრანტების პრობლემები გადაიჭრება

სომხეთის უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა, წარმოადგენს “საგზაო რუკას,” რომლის დახმარებითაც “რუსეთის ფედერაციაში მყოფ სომეხ მიგრანტთა პრობლემები სრულად გადაწყდება.” 

 

ოფიციალური ერევანის ინფორმაციით, მემორანდუმი, რომელიც ძალაში 2015 წლის 1 იანვარს შედის, საშუალებას მისცემს სომეხ მიგრანტებს, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული 7 დღის ნაცვლად 30 დღის განმავლობაში დარეგისტრირდნენ. ასევე, შეთანხმების თანახმად, თუ დღეს რუსეთში ლეგალურ სამუშაო ადგილზე მოსაწყობად მიგრანტს სომხეთიდან ესაჭიროება სხვადასხვა დოკუმენტი, რომელიც საემიგრაციო სამსახურში უნდა წარადგინოს და მხოლოდ ამის შემდეგ მოიპოვოს ლეგალურად მუშაობის უფლება, 1 იანვრიდან ლეგალური სამსახურის პოვნას, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შრომითი შეთანხმების ქონის შემთხვევაში შეძლებენ. 

 

როგორც გამოცემა წერს, სომხეთში მოსახლეობა იმედოვნებს, რომ ახალი რეგულაციები 1 იანვრამდე, მაგალითად, სექტემბერში შევა ძალაში. 

 

ოფიციალური ინფორმაციითვე, მემორანდუმის თანახმად, იმ 170 ათას სომხეთის მოქალაქეს, რომლებიც რუსეთში ჩადენილი სამართლებრივი დარღვევების გამო ქვეყნიდან გააძევეს და რუსეთის ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ, შესაძლებლობა ექნებათ პრობლემები მოაგვარონ. თუმცა გამოცემასთან საუბარში მიგრაციის საკითხების ექსპერტები აღნიშნულ განცხადებებს ხელისუფლების მხრიდან სკეპტიკურად უყურებენ.


ფოტო: armvesti.ru
ფოტო: armvesti.ru


მასალების გადაბეჭდვის წესი