თაიმს კვერიდან დემონსტრაცია რუსეთის საკონსულოსკენ ფეხით გაემართა, სადაც პროტესტანტები რუსეთის წარმომადგენლობის თანამშრომლებს ხმამაღალი შეძახილებით კრემლის მიერ დახოცილ ადამიანებს ახსენებდნენ, რუსეთის ოკოპანტურ ამბიციებს გმობდნენ. აქციის ერთ–ერთმა მონაწილემ კი საკონსულოს წარმომადგენელს, რომელიც აქციას გისoსებიანი ფანჯრიდან აკვირდებოდა, ასე მიმართა: “გრცხენოდეთ თქვენ, რომ პუტინი გყავთ! არავინ გენდობათ! მთელი მსოფლიოსთვის სამარცხვინო სახელმწიფოს წარმოადგენთ!”.





