ნეტგაზეთი | აზერბაიჯანში ნურსისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა აზერბაიჯანში ნურსისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანში ნურსისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა

აზერბაიჯანის დედაქალაქში რელიგიური ჯგუფის, “ნურსისტების” 39 წევრი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვნები. 

ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით საინფორმაციო პორტალი “კავკაზსკი უზელი” იუწყება. ოფიციალური ინფორმაციითვე, დაკავებულები უკვე გაათავისუფლეს.


შსს-ს ინფორმაციით, აზერბაიჯანში, იასამალის რაიონში პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სახლში ნურსისტების რელიგიური დაჯგუფების 41 წევრის შეკრება იგეგმებოდა. 

 

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ სახლში სამძებრო ღონისძიებების დროს სამართალდამცავებმა კანონით აკრძალული, რელიგიური პროპაგანის შინაარსის ლიტერატურა, კომპიუტერული აღჭურვილობა, მობილური ტელეფონები, 2 200 აშშ დოლარი აღმოაჩინეს და 41 წევრიდან 39 დააკავეს.

 

აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, რელიგიური შინაარსის მასალებისა და ლიტერატურის უკანონო წარმოება, შემოტანა, გაყიდვა და გავრცელება ისჯება კანონით და ითვალისწინებს ჯარიმას 5-დან 9 ათასამდე აზერბაიჯანული მანათის (6-12 ათასი აშშ დოლარი) ოდენობით, ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე. 

 

აზერბაიჯანში აღნიშნული რელიგიური დაჯგუფების სამართლებრივი დევნის ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი