ახალი ამბები

თიბისი ბანკისა და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ორიგინალური ფოტო კონკურსი “დაუვიწყარი წამი”

14 აპრილი, 2014 • 2152
თიბისი ბანკისა და „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ორიგინალური ფოტო კონკურსი “დაუვიწყარი წამი”

 კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა, ფოტოკამერით ან თუნდაც მობილურით, გადაიღოთ ან თქვენს არქივში მოძებნოთ ისეთი ფოტო, რომელზეც თქვენთვის დაუვიწყარი წამია აღბეჭდილი. შემდეგ ეს ფოტო დაბეჭდოთ A4 ფორმატში  და 29 აპრილის ჩათვლით მიიტანოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით. 

 

დეტალური ინფორმაციის მიღება კონკურსის პირობების შესახებ შესაძლებელია თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე http://bit.ly/TBCKolga

 

კონკურსზე წარმოდგენილი ფოტოები გამოიფინება თიბისი ბანკის სათავო ოფისში. გამარჯვებულ ფოტოს ჟიური1 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტოს” გახსნის ცერემონიალზე გამოავლენს.

 

„ქოლგა თბილისი ფოტო“ საქართველოში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო ფოტოკონკურსია. თიბისი ბანკი მას უკვე 10 წელია აფინანსებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი