ახალი ამბები

კახა ბენდუქიძის შვილმა “ევროპულ საქართველოს” 11 ათასი ლარი შესწირა

4 ოქტომბერი, 2018 • 11330
კახა ბენდუქიძის შვილმა “ევროპულ საქართველოს” 11 ათასი ლარი შესწირა

კახა ბენდუქიძის შვილმა, ანასტასია ბენდუქიძემ, პარტია “ევროპულ საქართველოს” 11 ათასი ლარი შესწირა.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, თანხა 2 ოქტომბერს არის გადარიცხული.

ანასტასია ბენდუქიძე 2016 წლიდან თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დამფუძნებელი “ცოდნის ფონდის” დირექტორია, რომელიც კახა ბენდუქიძემ 2007 წელს შექმნა.

1-2 ოქტომბერს “ევროპულ საქართველოს”, ჯამში, 25 500 ლარი შესწირეს. სექტემბერში კი პარტიამ შემოწირულობების სახით 91 196 ლარი მიიღო. ამ მაჩვენებლით ის ჩამორჩება სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც გასულ თვეში 332 245 ლარი შესწირეს. პირველ ადგილზე კი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. მან სექტემბრში 442 691  ლარი მიიღო.

*სტატიის გარეკანზე განთავსებული ფოტო: The Financial

2018 წლის პირველ შვიდ თვეში ყველაზე მეტი შემოწირულობა “ევროპულმა საქართველომ” მიიღო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი