ნარმანიამ დღეს, 11 აპრილს მინისტრის რანგში ბოლო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან უახლოეს დღებში გადადგება, თუმცა მან თავი შეიკავა ესაუბრა მაოხლოებული არჩევნების თემატიკაზე, რადგან მისი თქმით, დღეისათვის აგიტაციას საარჩევნო კანონმდებლობა უკრძალავს:
“ნელ–ნელა მოახლოვდა ის დრო, როცა დაკავებული თანამდებობა უნდა დავტოვო, თუმცა ეს ყველაფერი გარკვეული პროცედურების დაცვით უნდა მოხდეს. ეს გულისხმობს იმას, რომ საარჩევნო თარიღი ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს, მოხდეს ჩემი დასახელება და ამის შემდეგ რასაკვრიველია თანამდბეობას დავტოვებ. კონკრეტული დღე და საათის დასახლება ახლა გამიჭირდება, თუმცა ეს იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში”.
რაც შეეხება ნარმანიას შემცვლელის ვინაობას მინისტრის თანამდებობაზე, ეს უკანსკნელი აცხადებს, რომ შესაბამის კანდიდატურას პრემიერ–მინისტრი დაასახელებს:
“აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები. საქართველოს პრემიერის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა დაასახელოს შესაბამისი კანდიდატი. ასე რომ, დაველოდოთ ამ დროს”, – განაცხადა ნარმანიამ.
მან მინისტრის თანამდებობაზე თავისი მუშაობაც შეაჯამა.








