ახალი ამბები

რატომ არ მივიდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები ქალთა უფლებებზე სადისკუსიოდ

4 ოქტომბერი, 2018 • 1610
რატომ არ მივიდნენ პრეზიდენტობის კანდიდატები ქალთა უფლებებზე სადისკუსიოდ

“ქალთა მოძრაობის” მიერ 4 ოქტომბერს ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელიც ქალების პრობლემების მოგვარებასა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებას ეხება, მიწვეული 5 პრეზიდენტობის კანდიდატიდან მხოლოდ ორი – დავით ბაქრაძე და დავით უსუფაშვილი – მივიდა.

სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე და შალვა ნათელაშვილი შეხვედრაზე არ გამოცხადნენ.

“ნეტგაზეთს” დაინტერესდა, რატომ არ მონაწილეობენ ისინი დისკუსიაში, რომელიც ჯერ კიდევ 21 სექტემბერს დაიგეგმა. “ლეიბორისტული პარტიის” პრესსამსახურში აცხადებენ, რომ შალვა ნათელაშვილი ამ დროს სწორედ ქალის უფლებების დასაცავად იყო ჩასული სოფელ ხურვალეთში, საიდანაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი გაიტაცეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში ამბობენ, რომ გრიგოლ ვაშაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისვლა დიპლომატებთან შეხვედრის გამო ვერ შეძლო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში შეხვედრებს მართავს.

“ქალთა მოძრაობამ” ჯერ კიდევ 21 სექტემბერს მიმართა საპრეზიდენტო კანდიდატებს, რომ 4 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაგეგმილ შეხვედრაზე წარმოედგინათ ქალთა საკითხებზე საკუთარი პოლიტიკური პროგრამა.

https://www.facebook.com/notes/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-georgian-womens-movement/%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1/1763296013768165/

მასალების გადაბეჭდვის წესი