ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Motorola-სთან კონტრაქტს აფორმებს

3 ოქტომბერი, 2018 • 1312
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Motorola-სთან კონტრაქტს აფორმებს

რადიოკავშირის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Motorola-სთან კონტრაქტს აფორმებს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ციფრული რადიოკავშირის სისტემაში ინტეგრაცია ხელს შეუწყობს კრიზისულ სიტუაციებში უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფას, ტექსტისა და GPS კოორდინატების გადაცემას.

საგანგებოში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში შეძენილი 6 რადიოსადგურის მეშვეობით, გაფართოვდება არსებული ციფრული სისტემის როგორც დაფარვის არეალი, ასევე გაიზრდება სისტემაში ხელის რადიოსადგურების ჩართვის შესაძლებლობა.

Motorola-სთან კონტრაქტის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიძენს:

[checklist]

  • 6 ერთეულ საბაზო სადგურს ყველა საჭირო საანტენო და საკაბელო აქსესუარით.
  • 130 სტაციონარულ რადიოსადგურს
  • 20 სამანქანო რადიოსადგურს
  • 830 ხელის რადიოსადგურს
  • 255 სამხრე მიკროფონს
  • 2 სადისპეტჩერო კონსოლს
  • GSM ქსელთან ინტეგრაციის სისტემას
  • 10 ერთეულ LTE რადიოსადგურს

[/checklist]

MOTOROLA – სთან კონტრაქტის ფარგლებში ასევე მოხდება სისტემის უზრუნველყოფა ორი წლის ვადით და პერსონალის გადამზადება. აღნიშნული მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მასალების გადაბეჭდვის წესი