ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებში 14 პარტია მიიღებს მონაწილეობას

9 აპრილი, 2014 • • 1845
სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო არჩევნებში 14 პარტია მიიღებს მონაწილეობას

“ეს სია იუსტიციის მინისტრმა წარმოგვიდგინა. 15 პარტიიდან, რომელიც არჩევნებში დარეგისტრირდა, მხოლოდ ერთი პარტია – “სამართლიანობა, შრომა, განვითარება” – ვერ მიიღებს მონაწილეობას, რეგისტრაციის ვადების დარღვევის გამო,” – აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 


სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად, იმისთვის, რომ პარტიას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს, მან სახელმწიფო რეგისტრაცია არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უნდა გაიაროს.
 

დარეგისტრირებულ პარტიებს შორისაა “ერთიანი ოსეთი”, “ერთობა”, “ხალხის ერთობა”, “ახალი ოსეთი” და “კომუნისტური პარტია.”


სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები 2014 წლის 8 ივნისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი