ახალი ამბები

IGLYO გმობს საქართველოს პრემიერის საკონსტიტუციო ინიციატივას ქორწინებაზე

9 აპრილი, 2014 • • 987
IGLYO გმობს საქართველოს პრემიერის საკონსტიტუციო ინიციატივას ქორწინებაზე

“IGLYO, რომელიც არის LGBTQ პირთა უფლებებზე მომუშავე ახალგაზრდული, სტუდენტური ორგანიზაცია, გმობს საქართველოს პრემიერ–მინისტრის ინიციატივას და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე წევრმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ სხვადასხვა რელიგიური და ჰომოფობიური ექსტრემისტული ჯგუფების მხრიდან lgbtq ადამიანების დისკრიმინაცია და მათზე ძალადობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა, რის მაგალითადაც დასახელებულია 2013 წელს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, 17 მაისს, თბილისში განვითარებული მოვლენები:

 

“lgbtq პირები და მათი მხარდამჭერები გახდნენ განსაკუთრებული ძალადობისა და თავდასხმის მსხვერპლი ანტი–გეი მომიტინგეებისა და სასულიერო პირების მხრიდან. ზემოთაღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაგვიანებით დაწყებამ თბილისში სხვა ჰომოფობიური და ძალადობრივი თავდასხმებიც გამოიწვია. lgbtq ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფი განსაკუთრებით დაზარალდა ამ ქმედებების გამო, რომლისთვისაც პასუხი არავის უგია”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

IGLYO მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში მცხოვრები lgbtq თემს და მოუწოდებს პრემიერ–მინისტრს და პარლამენტს არ მიიღონ შეთავაზებული ცვლილებები და იზრუნონ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ ცვლილების შეტანა შემდგომში მოსპობს შესაძლებლობას ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისა სადაც lgbtq პირები შეძლებენ იცხოვრონ სრულფასოვნად, ჯანსაღ, დემოკრატიულ გარემოში, სადაც პატივს სცემენ მრავალფეროვნებას და ადამიანის უფლებები დაცულია.

 

IGLYO მოუწოდებს ყველა საერთაშორისო და ევროპულ ორგანოს დაგმონ ეს “დისკრიმინაციული და სამარცხვინო ინიციატივა”, ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ყველა ეროვნული რომ უარი თქვამ მსგავსი ცვლილებების ინიცირებაზე და დაიცვან ყველა მოქალაქის პოლიტიკური, სამოქალაქო და ადამიანის უფლებები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი