ახალი ამბები

ირაკლი მაჭარაშვილი: ხუდონჰესის გამო ცდილობენ კანონმდებლობა შეცვალონ

9 აპრილი, 2014 • • 1331
ირაკლი მაჭარაშვილი: ხუდონჰესის გამო ცდილობენ კანონმდებლობა შეცვალონ

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მთავრობის დადგენილება 4 აპრილს გამოიცა.  დადგენილება V კლასს დაქვემდებარებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის საკითხს შეეხება.


როგორც დადგენილებაში წერია, “ნებართვის მაძიებლის სათანადოდ დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში და მშენებლობის ნებართვის გამცემი შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს მშენებლობის ნებართვა მიწის ნაკვეთზე ან/და ნაკვეთებზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ზოგიერთი ნაწილის მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენის გარეშე.”

 

“მე-5 კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ნაგებობები, რომელიც ხასიათდება რისკის მომეტებული ფაქტორით. კანონმდებლობით მათ გენუკთვნება სამრეწველო ობიექტები, რომელშიც ხორციელდება საშიში წარმოო პროცესები, სამრწერველო დანიშნულების ფეთქებადი დამამზადებელი სამუშაოები, ქიმიური ბოჭკოს საწარმოები და ა.შ. ასევე, ელექტროსადგურები 230 მგვტ და მეტი სიმძლავრის პირველი კატეგორიის ელექტროსადგურები, რომელშიც შედის თბოელექტროსადგურები, ჰიდროელექტროსადგურები 50 მგვტ და მეტი სიმძლავრის, ასევე, წყალსაცავები 100 ათას მეტრ კუბზე მეტი მოცულობის, მეტალურგიული ობიექტები, ნაგავსაყრელები, აეროდრომები და ა.შ,”- განმარტავს ირაკლი მაჭარაშვილი. 

 

მისივე თქმით, აღნიშნულ ჩამონათვალში ხუდონჰესის პროექტიც შეიძლება მოიაზრებოდეს.

 

“ვფიქრობთ, ეს დადგენილება შექმნეს კონკრეტულად ხუდონჰესის გამო. ახალი რედაქციით, „ნებართვის მფლობელს შეუძლია დაიწყოს სათანადო სამშენებლო სამუშაოები იმ მიწის ნაკვეთზე ან ნაკვეთებზე, რომლებზეც წარადგენს საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ საბუთს.“ ასეთი საკუთრების უფლება კი „ტრანს-ელექტრიკას“ უკვე აქვს მიღებული 1 დოლარად- ხაიშის თემის 1500 ჰა. ჩვენ მთავრობიდან გამოვითხოვთ ყველა იმ დოკუმენტაციას, განმარტებით ბარათებს, რომელიც ამ დადგენილებას ახლდა. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, იკითხება ასეთი რამ: ამ დადგენილების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემა შესაძლებელი გახდება მიწის ნაკვეთზე, საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთისა და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის ზოგიერთი ნაწილის მშენებლობის ნებართვის გარეშე გამცემ ორგანოში წარდგენის გარეშე.”

 

მაჭარაშვილის განმარტებით, ასეთი ტიპის ობიექტების მშენებლობისთვის ნებართვის გამცემა რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

 

“პირველ ეტაპზე უნდა გაიცეს იმ მიწის ნაკვეთებზე, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი, მეორე ეტაპზე ხდება თავად საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ეკოლოგიური ექსპერტიზა, რომელსაც ატარებს გარემოს დაცვის სამინისტრო. შემდეგ არის მესამე ეტაპი, როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემა. ამ დადგენილების მიხედვით, ზოგიერთი ნაწილის, მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წადგენის გარეშე შეიძლება გადავიდეს მესამე ეტაპზე. ამ შემთხვევაში, ჩვენი აზრით, მთავრობას თავისუფლად შეუძლია გვერდი აუაროს ამ ზოგიერთ საბუთს, შეიძლება იგულისხმოს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეკოლოგიური ექსპერტიზიდან გათავისუფლება არაერთხელ მომხდარა  სხვადასხვა მექანიზმით, სხვადასხვა პროექტის განხორციელების დროს. ხუდონჰესი საკმაოდ რეზონანსული პროექტია, რომლის განხორციელების დაწყება ასე მარტივად ვერ შეძლეს, ამიტომ უფრო მეტად გახდა გზის გასუფთავება საჭირო, გამოვიყენებ ჟარგონს, ხუდონჰესის “გასაპრავებლად,”- ამბობს მაჭარაშვილი.


ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ არსებობს გარემოზე ზემოქმდების შეფასების საბოლოო დოკუმენტი.

 

“ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანია “ტრანსელექტრიკა” აცხადებს, რომ გზშ-ს საბოლოო ვარიანტი მზად იქნება 2 კვირაში. გავიდა 1 წელი და ფაქტია რომ ის არ მოამზადეს. ჩვენი, არასამთავრობოების მოთხოვნა ხუდონის საკითხზე იყო შემდეგი, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდეს კანონმდებლობის შესაბამისად, ანუ ჯერ ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, და ამ პროცესმა თქვას, მომგებიანია თუ არა ეს პროექტი. ნაცვლად ამისა, ცდილობენ კანონმდებლობა შეცვალონ.”


მაჭარაშვილის თქმით, მსგავსი საკითხები პოლიტიკურ ჭრილშია განსახილველი. 

 

“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისთვის საქართველომ გარემოსთან და ენერგიტიკასთან დაკავშირებული დირექტივები უნდა შეასრულოს. მსგავსი პროექტებით კი გვაჩვევენ იმ აზრს, რომ არ არის კარგი ევროკავშირი, რომ ასეთი ტიპის პროექტებს ზღუდავს. გარდა ამისა, არც ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არ გასცემს არანაირ კრედიტს თუ არ არის გარემოზე ზემოქმედება ჩატარებული მათი მოთხოვნების შესაბამისად. გამოდის, მთავრობა ხელს უშლის ინვესტიციების შემოდინებას.” 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი