ახალი ამბები

“ცილისწამებას შევეშვათ” – ხაზარაძე და თიბისი “ომეგას” პასუხობენ

2 ოქტომბერი, 2018 • 2986
“ცილისწამებას შევეშვათ” – ხაზარაძე და თიბისი “ომეგას” პასუხობენ

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე და ბანკის იურისტი უარყოფენ ზაზა ოქუაშვილისა და ომეგა ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

“ჩვენი საზოგადოების პრობლემა არის ტყუილი და ტყუილის ტირაჟირება.  მე ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ გულწრფელები და თავიანთი პრობლემები სხვაზე არ გადაიტანონ. ყველაფერი გაკეთდა კანონთან შესაბამისად”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ჩვენი ბანკი უკვე 10 წელია 20:00 საათამდე მუშაობს. შეგიძლიათ დეტალურად ნახოთ ყველა პროცედურა და სისულელეებზე არ მინდა კომენტარების გაკეთება. ბანკი არის სერვისის კომპანია, თუ თქვენ კომპანიას ხსნით თუნდაც 20 წუთით ადრე, თქვენ გაქვთ ფული და თქვენი დირექტორი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია, რომ თანხა გაატანოს. რა შუაშია ერთი დღის და 10 დღის, თუ რეგისტრირებულია და ბანკში ყველაფერი არის წარმოდგენილი, ეს არის მთელი  ამბავი. ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა”, – აცხადებს ხაზარაძე.

ბანკის იურისტის, ეკატერინე ეგუტიას განცხადებით კი, იმ ტრანზაქციასთან დაკავშირებით, რომელზეც ომეგა ჯგუფი საუბრობს, ყველაფერი კანონის შესაბამისად განხორციელდა. ეგუტია აცხადებს, რომ არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და ამ ტიპის ტრანზაქციები ბანკში ხშირად ხორციელდება. მისივე თქმით, შპს, რომლის ანგარიშიდანაც თანხა გაიტანეს, საქართველოშია რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ.

ამავე თემაზე გირჩევთ

ივანიშვილის რჩევა თანაგუნდელებს, თუ რა უნდა უპასუხონ მედიას ოქუაშვილის ინტერვიუზე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი