დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იმ მძღოლებს, რომლებსაც ტაქსი რეგისტრირებული აქვთ 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე გავლილი აქვთ ტექნიკური ინპექტირება, მანქანის შესაღებად და სალონის ქიმიური წმენდისთვის უფასო ვაუჩერები გადაეცემათ.
“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ავტომობილების შეღებვასთან დაკავშირებით, ამ ლიცენზიის მქონე მძღოლებს გადავცეთ ვაუჩერი, რომ მათ მანქანები თეთრად გადაღებონ. მათ ეს არცერთი თეთრი არ დაუჯდებათ”, – თქვა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ამ ვაუჩერებში თანხა მერიის ბიუჯეტიდან არ დაიხარჯება. ტაქსის მძღოლებს აღნიშნულ ვაუჩერებს მერიის მეირ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია გადასცემს, რომელსაც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭება.
დედაქალაქის მერის თქმით, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს 12 000-მდე ნებართვა აქვს გაცემული.
კახა კალაძის თქმით, ტაქსებისთვის სამღებრო და ქიმიური წმენდის სამუშაოები
2018-2019 წლის პერიოდში განხორციელდება.







