ახალი ამბები

დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა “ევროპული საქართველო” დატოვა

2 ოქტომბერი, 2018 • 1962
დეპუტატმა მამუკა ჩიქოვანმა “ევროპული საქართველო” დატოვა

პარლამენტის წევრმა მამუკა ჩიქოვანმა “ევროპული საქართველო” დატოვა. დეპუტატმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ბაქრაძე-ბოკერიას გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მამუკა ჩიქოვანი ამბობს, რომ პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

“ახლა უკვე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში ყოველგვარი პარტიული შიდა წესების, დისციპლინის, დარღვევა-არდარღვევის გათვალისწინების გარეშე ბევრად უფრო ადეკვატურად ვიმოქმედებ საზოგადეობის ინტერესების შესაბამისად. ახლა ქვეყანა არის ძალიან ღრმა კრიზისში. საზოგადოებრივი დაკვეთაა ცვლილებები და ეს დაკვეთა აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ჩემი ამ გადაწყვეტილებით თანამებრძოლების ინსპირირებას შევცდები. ძალიან სახიფათო ზღვარზე ვდგავართ, ქვეყანაში შექმნილია მძიმე სიტუაცია მოახლოებული არჩევნების წინ. ეს არაა ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც თითოეულ პარტიას, გაერთიანებას აქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარი ძალების დემონსტრირება უნდა სცადოს და შემდეგ ხმები ითვალოს. ახლა დროა დათმობების”, – განუცხადა რუსთავი 2-ს მამუკა ჩიქოვანმა.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობიდან დეპუტატის წასვლის შესახებ გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა მაშინ “ევროპულ საქართველოში” ეს არ დაადასტურეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი