ახალი ამბები

ლევან ყიფიანი ომეგას სკანდალზე განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს

1 ოქტომბერი, 2018 • 1912
ლევან ყიფიანი ომეგას სკანდალზე განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი რამდენიმე დღეში კომენტარს გააკეთებს ზაზა ოქუაშვილის განცხადებასა და ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. ამის შეხებ “ნეტგაზეთს” ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა. კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაყვანის ფაქტს, რაზეც ოქუაშვილი საუბრობდა, ადვოკატი პასუხობს, რომ ამ თემაზე ყოფილი მინისტრი მოგვიანებით ისაუბრებს.

“დაახლოებით 2-3 კვირაა ფარულ ჩანაწერებს ვისმენთ, სასამართლოზეც მივეცით ამ საკითხზე ჩვენება. გუშინ მოვისმინეთ ბატონი ოქუაშვილის განცხადება და ასევე აუდიოჩანაწერი. იმისთვის, რომ კითხვები აღარ დარჩეს, ვაპირებთ 2-3 დღეში ძალიან მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას”,-ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.

ომეგა ჯგუფის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი ინტერვიუში, რომელიც 30 სექტემბერს რუსთავი 2-ს მისცა, ამბობს, რომ ლევან ყოფიანი ყოფილმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ დასაჯა.“ჩააგდეს სარდაფში და მიაყენეს შეურაცხყოფა, კაცი თავის მოკვლას აპირებდა,” – ამბობს ოქუაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი