ნეტგაზეთი | ამხელა ქველმოქმედს აბრალებენ, თითქოს ვიღაცას 5 მილიონს სთხოვდა, – დიმიტრი ხუნდაძე ამხელა ქველმოქმედს აბრალებენ, თითქოს ვიღაცას 5 მილიონს სთხოვდა, – დიმიტრი ხუნდაძე – Netgazeti

ამხელა ქველმოქმედს აბრალებენ, თითქოს ვიღაცას 5 მილიონს სთხოვდა, – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია და არარეალურია, რომ ვინმეს ფულს სძალავდა.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდებების საპასუხოდ განაცხადეს.

“სასაცილოა, როცა ამხელა ქველმოქმედს (მილიარდები აქვს ადამიანს დახარჯული არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ ადამიანებისთვის, რომელსაც საერთოდ არც იცნობდა და ეხმარებოდა), ბრალს სდებენ, რომ თითქოს ის ვიღაცას  5 მილიონს სთხოვდა. ეს უბრალოდ სასაცილოა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მიუხედავად  იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი ბრალდებებს სასაცილოდ მიიჩნევს, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებული საკითხები.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ 4 მილიონი ბიძინა ივანიშვილისთვის 4 ლარია, რომლისთვისაც “ხელს არ გაისვრიდა”.

“ეს არის შეთითხნილი, ძალიან ტრაფარეტული [ბრალდებები]. თქვენ ოთხი ლარისთვის ხელს გაისვრით?  ტალახში რომ დაინახოთ, აიღებთ? 4 მილიონი მილიარდერებისთვის ფაქტობრივად იგივეა. ის ამდენ ქველმოქმედებას ეწევა”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.