ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი: ალიევმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა

30 სექტემბერი, 2018 • 2497
ფაშინიანი: ალიევმა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა

“ილჰამ ალიევმა განათლებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა”, – სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ მედიასთან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოკლე შეხვედრა ასე შეაფასა. შეხვედრა ტაჯიკეთის დედაქალაქში, დუშანბეში CIS [Commonwealth of Independent States] -ის სამიტის ფარგლებში შედგა.

“მან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენ გვქონდა ნორმალური, ცივილური საუბარი. მასზე, როგორც განათლებულ ადამიანზე შთაბეჭდილება შემექმნა”.

ფაშიანიანის ცნობითვე, ალიევთან რეგულარული კონტაქტების შესახებ შეთანხმებაც შედგა, თუმცა სომხეთის პრემიერი ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ აზერბაიჯანი ამ შეთანხმებას დაიცავს.

“არ ვარ დარწმუნებული, რომ შეთანხმებები შესრულდება”.

სომხეთის პრემიერის ინფორმაციით, ასევე ის აპირებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაზე მომუშავე ეუთოს [OSCE] მინსკის ჯგუფის თანამთავმჯდომარეები ორი მხარის რეგულარული კონტაქტების შესახებ მიღწეული შეთანხმების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს.

“ჯერ არ არის ნათელი, ტექნიკურად როგორ განხორციელდება ეს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები განწყობილი არიან შეთანხმებები 100%-ით დაიცვან და და ვიმედოვნებ, აზერბაიჯანის შეიაღარებული ძალები ასევე არიან განწყობილი. განვიხილეთ სტეპანაკერტის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებაც. რა თქმა უნდა, ჩვენი შეხედულებები განსხვავდება. მე დავურეკე არწახის  [მთიანი-ყარაბაღი] პრეზიდენტს ბაკო სააკიანს და მიღწეული შეთანხმებების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე”.

ალიევთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ნიკოლ ფაშიანიანმა მთიან-ყარაბაღზე საუბრის დროს განაცხადა, რომ “მთიანი ყარაბაღი ვერ იქნება აზერბაიჯანის შემადგენლობაში – თუ, რა თქმა უნდა, ვინმეს სომეხი ერის ახალი გენოციდის განხორციელება არ სურს”.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

ნიკოლ ფაშინიანი; ილჰამ ალიევი დუშანბეში CIS [Commonwealth of Independent States] -ის სამიტზე; ფოტო: civilnet

მასალების გადაბეჭდვის წესი