ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამხრეთ ოსეთში განაღმვითი სამუშაოები ჩატარდება

5 აპრილი, 2014 • • 1711
სამხრეთ ოსეთში განაღმვითი სამუშაოები ჩატარდება

განაღვმითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხებით სამხრეთ ოსეთს რუსეთი დაეხმარება. ინფორმაციას ოსინფორმი ავრცელებს, რომელიც საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროს ანატოლი ბიბილოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნული ნაღმები სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ 1990, 2004 და 2008 წლებიდან საქართველოს მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემდეგ არსებობს. 

 

ამ საკითხებზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა ანატოლი ბიბილოვმა სამხრეთ ოსეთში 4 აპრილს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრამისი თქმით, საგანგებო სიტუაცების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის, სამძებრო-სამაშველო დანაყოფის მიერ, თითქმის ყოველდღიურად ხდება ნაღმების აღმოჩენა, რომელიც შემდგომ ნადგურდება.


“წინა წელსა და მიმდინარე წლის 3 თვეში 300-ზე მეტი ჭურვი, 150-ზე მეტი ყუმბარა და 30-ზე მეტი ნაღმი იყო აღმოჩენილი. არსებობს ისეთი ტერიტორიები სამხრეთ ოსეთში, რომელიც საჭიროებს სრულყოფილ დათვალიერებას და გაწმენდას. განსაკუთრებით, ცხინვალისა და ლენინგორის რაიონებში. არის ინფორმაცია დანაღმულ ველებზე, რომელიც ჯერ კიდევ 1990-ანი წლებიდან, ქართული ოკუპაციის დროიდან არსებობს. არის ტერიტორიები, რომელიც 2008 წლიდან არის დანაღმული და ა.შ. ეს ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლეს დიდი საფრთხეს უქმნის ყოველდღიურად,”- განაცხადა ბიბილოვმა. 


მისივე თქმით, ამ მხრივ სამუშაოების ჩასატარებლად დიდი თანხებია საჭირო, რაც რუსულ მხარესთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი კომიისიის სხდომაზე განხილვის საგანი გახდა. ბიბილოვის განცხადებით, სხდომის პირველ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია. თუმცა აღნიშნულ შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მიერ არაფერი იყო ნათქვამი იმის შესახებ, არის თუ არა ვინმე, რომელიც დანაღმულ ტერიტორიაზე დაზარალდა ამ პერიოდის განმავლობაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი