ახალი ამბები

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა საბოლოო სია ცნობილია

5 აპრილი, 2014 • • 1402
მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა საბოლოო სია ცნობილია

4 აპრილის სხდომის ოქმის მიხედვით, პარლამენტს წარედგინება სია, რომელში 18 კანდიდატია დასახელებული. ესენი არიან: თამარ ამაშუკელი, იაგო კაჭკაჭიშვილი, ზვიად კირტავა, გენადი გელაძე, დავით კიზირია, ია მამალაძე, მიხეილ მირზიაშვილი, აკაკი ჩარგეიშვილი, კონსტანტინე ჩლაიძე, ნინია კაკაბაძე, გიორგი კოხრეიძე, ნესტან ნიჟარაძე, გრიგოლ გოგელია, ალექსანდრე ვახტანგოვი, იზაბელა ოსიპოვა, ნუგზარ სუარიძე, ირინა ფუტკარაძე და არჩილ შუბაშვილი. 

 

შესარჩევი კონკურსი კონკურსის 9 მონაწილემ ვერ გაიარა. კონკურსის მიღმა დარჩნენ თამარ ალფაიძე, კონსტანტინე ბაღდადიშვილი, პაატა მილორავა, ილია მხეიძე, ელენე კვირცხალია, ირაკლი მაჭავარიანი, ლევან ღვინჯილია, ბეჟან ხარებაშვილი და ლიანა გიორგაძე. 

 

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 5 წევრის შესარჩევად კონკურსი თავიდან გამოცხადდა, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევად 2 თვის წინ ჩატარებული კონკურსის შედეგად პარლამენტმა შეძლო მხოლოდ 4 წევრის არჩევა 9 ვაკანტურ თანამდებობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი