ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თურქეთის პრემიერის ვიზიტი ბაქოში

4 აპრილი, 2014 • • 1958
თურქეთის პრემიერის ვიზიტი ბაქოში

როგორც ერდოღანმა ბაქოში ვიზიტამდე განაცხადა, შეხვედრის დროს აზერბაჯანისა და თურქეთის მხარეები რეგიონში ერთობლივი ენერგოპროექტების განხორციელების საკითხთან ერთად ყარაბაღის თემასაც შეეხებიან.  

 

თურქეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უმსხვილესი მნიშვნელოვანი ენერგოპროექტები, როგორც თურქეთის, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იქნება რეალიზებული. 

 

მისივე განცხადებით, თურქეთი და აზერბაიჯანი რეგიონში მნიშვნელოვან, საერთაშორისო დატვირთვის მქონე ეკონომიკურ პროექტებს ახორციელებენ, მათ შორის დაასახელა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და პროექტი TANAP.

ერდოღანი
ერდოღანი

მასალების გადაბეჭდვის წესი