ახალი ამბები

პრემიერის წარმომადგენელი უარყოფს რუსეთის ყოფილ საელჩოში რუსული პასპორტების გაცემას

4 აპრილი, 2014 •
პრემიერის წარმომადგენელი უარყოფს რუსეთის ყოფილ საელჩოში რუსული პასპორტების გაცემას

“ჩვენი ინფორმაციით, ეს გაზვიადებულია მედიის მიერ. ის, რომ რუსეთის ყოფილ საელჩოსთან თბილისში რუსული პასპორტების მისაღებად რიგები დგას, ამ ეტაპზე ვერ დავადასტურებთ. რიგები იქ ყოველთვის იყო ვიზების მიღებაზე,”- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ დღეს, 4 აპრილს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში. 

 

თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის მთავრობის ინიციატივამ რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ, შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს პროცესებზე. 

 

საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები, ვინც რუსულ ენას ფლობს, რუსეთის ფედერაცია რუსულ პასპორტებს სთავაზობს. ამასთან, აუცილებელი პირობაა პირველად მოქალაქეობაზე უარის თქმა.

 

ბოლო დღეებში ზოგიერთი ქართულენოვანი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის (ყოფილი რუსეთის საელჩოს) შენობასთან მოქალაქეთა რიგები დგას და მათ რუსული ფედერაციის პასპორტებს ურიგებენ. ნეტგაზეთმა დღეს, 3 აპრილს გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც არ დადასტურდა. თუმცა ორი მოქალაქის თქმით, რომელიც რუსეთის ვიზის მიღების რიგში იდგა, მსგავსი შემოთავაზების შემთხვევაში, რუსულ პასპორტებზე უარს არ იტყვიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი