ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ელდარ კვერცხიშვილმა საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ერთი კუბური მეტრი ნეკერჩხლის მოჭრის და ტყიდან გატანის ფაქტის აღმოჩენისას რეაგირება არ მოახდინა, ამის სანაცვლოდ კი მოქალაქეებისაგან ქრთამის სახით 400 ლარი აიღო.

 

რაც შეეხება მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის რეინჯერ ელბაი ალიევს, საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საგარეჯოს რაიონში, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარე 2,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მოქალაქისათვის სარგებლობაში გადაცემის და ამ მიწის ნაკვეთის სარგებლობისას სამსახურეობრივი მფარველობის სანაცვლოდ, რეინჯერმა ქრთამის სახით 3 000  ლარი აიღო.

 

ყალბი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების დამზადება გასაღების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ასევე ბრალდებულია ბაღდათის სატყეო უბნის მცველი არჩილ გრძელიძე და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის – წაღვერის სატყეოს ტყის მცველი კობა მსრიანი.  

 

გამოძიება ბრალდებულთა წინააღმდეგ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი  332-ე, 341-ე  და 338-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე დაიწყო.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *