ახალი ამბებირეკლამა

ქართველი მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში ენის გაძლიერებულ კურსს გაივლიან

25 სექტემბერი, 2018 • 1492
ქართველი მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში ენის გაძლიერებულ  კურსს გაივლიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, სახელწოდებით „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“, 21 წარმატებული მოსწავლე დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.  გაერთიანებულ სამეფოში მოსწავლეები 2-კვირიან ინგლისური ენის გაძლიერებულ კურსს გაივლის.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით-გასართობ აქტივობებს, ექსკურსიებს, მოსწავლეები გაეცნობიან ბრიტანეთის ტრადიციებსა და კულტურას. 21 საუკეთესო მოსწავლე საქართველოში ჩატარებული ინგლისური ენის საზაფხულო სკოლის 600 მონაწილესაგან შეირჩა.

მოსწავლეების  ისეთი კრიტერიუმებით შეარჩიეს, როგორიცაა სკოლაში მიღწეული აკადემიური პროგრესი, აქტივობებში ჩართულობა, თანატოლებთან კომუნიკაციის უნარი, კრეატიულობა, დამოუკიდებლობა, დროის მენეჯმენტი, ლიდერული უნარ-ჩვევები და ა.შ. შერჩევის პროცესში თავად მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი