საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამგორის რაიონში საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე 40 კვ.მ ფართობი დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი საცხოვრებელი ბინის ორ ოთახში იყო გავრცელბული. ძლიერი დაკვამლიანების გამო მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის ჩასაქრობად 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.