ახალი ამბები

პოლიციამ ახალციხეში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

23 სექტემბერი, 2018 • 1464
პოლიციამ ახალციხეში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ახალციხეში ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული პირი თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე მცხოვრებს მისსავე სახლში უცნობმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ფული გასტაცეს.

დაკავებულის თანამზრახველის გამოსავლენად საგამოძიებო მომქდებები გრძელდება.

გამოძიება ყაჩაღობის და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობით თავისუფლების აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში ახალციხეში მომხდარი ბინის ქურდობის 6 ფაქტია გახსნილი, 5 დაკავებულიდან კი 2 არასრულწლოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი