ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პირველი აფხაზური ვალუტით ვერაფერს იყიდი

20 სექტემბერი, 2018 • 5452
პირველი აფხაზური ვალუტით ვერაფერს იყიდი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველი აფხაზური ბანკნოტით, რომელიც რამდენიმე დღის წინ 10 000-იანი ტირაჟით დაბეჭდეს, ვერაფერს იყიდი.

“ბანკნოტი არ შეიძლება გამოიყენო სავაჭროდ, მაღაზიაში ვერ იყიდი ვერაფერს, მაგრამ ის შეგიძლიათ გააჩუქოთ დაბადების დღეზე, ქორწილში. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის უბრალოდ ქაღალდი, ეს ფასეული ქაღალდია, რომელიც შეიძლება რუსულ რუბლზე გადაიცვალოს”, – ამბობს მედიასთან საუბარში ბესლან ბარათელია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი.

პირველი აფხაზური ვალუტა 1 აფსარი 10 რუსული რუბლის ეკვივალენტია.

ოფიციალური ინფორმაციით, ბანკნოტი საიუბილეოა და “აფხაზეთის სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავისადმია” მიძღვნილი.

ბესლან ბარათელიას თქმით, “პირველი აფხაზური კუპიურა, რომელზეც პირველი პრეზიდენტი, ვლადისლავ არძინბაა გამოსახული, ისტორიული მოვლენაა არა მხოლოდ აფხაზეთის ბანკისთვის, არამედ მთელი რესპუბლიკისთვის”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი