ახალი ამბებირეკლამა

ქართველმა მეცნიერებმა ევროკავშირის ორგანიზებულ კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვეს

20 სექტემბერი, 2018 • 2275
ქართველმა მეცნიერებმა ევროკავშირის ორგანიზებულ კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვეს

“ევროკავშირის 30-ე კონკურსი ახალგაზრდა გამომგონებლებისათვის”  დასკვნითი ცერემონიალი 2018 წლის 18 სექტემბერს დუბლინში ჩატარდა. საქართველოს წარმომადგენლებმა კონკურსში მე-3-ესაპრიზო ადგილი მოიპოვეს.  

საქრთველოს კონკურსში წამყვანი ადგილის მოპოვება მიულოცეს კონკურსის ორგანიზატორებმა და მასპინძლებმა.  საქართველოს დელეგაციას კონკურსზე წარმოადგენდნენ: მარინა გუჯაბიძე, შორენა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვა, ევა ხუხაშვილი, თამარ მიქელაძე, ნინო ხუნძაკიშვილი, ანი თეთრაშვილი და მარინა გვიმრაძე –  ჯგუფის ხელმძღვანელი.

კონკურსი გახსნა ირლანდიის პრეზიდენტმა მაიკლ ჰიგინსმა. საპრიზო ადგილის მფლებელებს სიგელები გადასცა ირლადიის უმაღლესი განათლების მინისტრმა მერი მიტჩელ ო კონორმა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 38 ქვეყნის 139 წარმომადგენელი. კონკურსი  ტარდება ევროკომისიის ეგიდით და მასში მონაწილეობენ ახალგაზრდა გამომგონებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი