ახალი ამბები

“თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-თან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება” – ბახტაძე

20 სექტემბერი, 2018 • 1187
“თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აშშ-თან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება” – ბახტაძე

პრემიერი მამუკა ბახტაძე აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, სადაც Fox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების პერსპექტივაზე საუბრობს.

როგორც ბახტაძე განმარტავს, ქვეყნებს შორის ურთიერთობაში წინ გადადგმული ნაბიჯი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გახდება.

“უსაფრთხოების თვალსაზრისით აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ახალ, გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ავიდა. გარდა ამისა, ჩვენ კარგი ეკონომიკური ურთიერთობაც გვაქვს და გვჯერა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ძალიან კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

საქართველო კარიბჭეა იმ 8 ქვეყანასთან, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს: 2 სამხრეთ კავკასიის სახელმწიფო, 5 შუა აზიის და პლუს ავღანეთი. ეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზარია მსოფლიოში. ჩვენ სიამოვნებით ვიხილავდით უფრო მეტ ამერიკულ კომპანიას, რომლებსაც თავიანთი ბიზნესი საქართველოში აქვთ”, – ამბობს ბახტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი