ახალი ამბები

თალაკვაძე “ნაცმოძრაობას”: აღარ ხართ მთავარი ოპოზიციური პარტია და არჩევნებში ეს გამოჩნდება

19 სექტემბერი, 2018 • 2633
თალაკვაძე “ნაცმოძრაობას”: აღარ ხართ მთავარი ოპოზიციური პარტია და არჩევნებში ეს გამოჩნდება

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავარი ოპოზიციური პარტია აღარ არის და არჩევნებზე ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდება.

თალაკვაძემ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკრიტიკა ის კამპანია, რომელსაც, მისი თქმით” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ატარებს “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. თალაკვაძის თქმით, გრიგოლ ვაშაძეს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ომის დროს “სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი”, სალომე ზურაბიშვილზე სათქმელი არაფერი აქვთ.

“ნაციონალურ მოძრაობას” მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 1 წლის წინ ქუთაისში მერობის კანდიდატი იყო და გიორგი ჭიღვარიამ, რომელსაც, მართალია, რუსეთის ბაზები არ გაუყვანია, არჩევნებში დაგდოთ ბეჭებზე და ახლა რისი იმედი გაქვთ?! სალომე ზურაბიშვილი მოიგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში იმის გამო, როგორც თქვენ იქცევით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არიან ასეთი აგრესიულები ამ კამპანიაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები. ალბათ, კარგად ხვდებით, რომ არამარტო თქვენი კანდიდატი აგებს ამ არჩევნებში, არამედ თქვენი პარტია აგებს, რომელიც აქამდე მთავარ ოპოზიციურ ძალად ეცნობოდა საზოგადოებას. თქვენ აგებთ არჩევნებსაც და აგებთ სიტყვა მთავარსაც. თქვენი მთავარი ინტერესია შეინარჩუნოთ მითი, რომ თითქოს მთავარი ოპოზიციური პარტია ხართ. აღარა ხართ მთავარი ოპოზიციური პარტია და ეს გაწუხებთ ყველაზე მეტად და ამ არჩევნებში ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდება და დაფიქსირდება”, – მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი