ახალი ამბები

ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მეცხრე დღეა კომატოზურ მდგომარეობაშია

19 სექტემბერი, 2018 • 1084
ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მეცხრე დღეა კომატოზურ მდგომარეობაშია

10 სექტემბერს თბილისში, ავტოფარეხის ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი მეცხრე დღეა კომატოზურ მდგომარეობაშია. ის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ინფორმაცია ნეტგაზეთს საავადმყოფოს პრესსამსახურში მიაწოდეს.

10 სექტემბერს თბილისში სამი მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული იყო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე  ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა  თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

პოლიციის ცნობით,  ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში მოყოლილ მოზარდთა ასაკი  14, 15 და 8 წელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი