ახალი ამბები

ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია – შსს

10 სექტემბერი, 2018 • 1612
ნანგრევებში მოყოლილი ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია – შსს

10 სექტემბერს თბილისში სამი მოზარდი მოჰყვა ნანგრევებში, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და ხელოვნურ მართვით სუნთქვაზეა.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, რომლის ცნობით, შემთხვევა  თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

პოლიციის ცნობით,  სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში მოჰყვა სამი მოზარდა, რომელთა ასაკი  14, 15 და 8 წელია. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

“ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს 10 სექტემბერს გავრცელებულ რელიზში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი