ახალი ამბები

პარლამენტარ კაკო ბობოხიძის ძმა დააკავეს

28 მარტი, 2014 • • 1554
პარლამენტარ კაკო ბობოხიძის ძმა დააკავეს

კაკო ბობოხიძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ მისი ძმა დაკავებულია: 

“სამართალდამცავები ამ წუთებში მივიდნენ ჩემი ძმის სახლში, სოფელ გორდში. ლევან ბობოხიძე დაკავებულია, თუმცა სახლის ჩხრეკა სამართალდამცავებს ჯერ არ დაუწყიათ. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. რატომ დააკავეს და კონკრეტულად რომელმა უწყებამ დააკავა, ჯერ ჩემთვის ცნობილი არ არის.”


“ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ლევან ბობოხიძე მათ არ დაუკავებიათ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კაკო ბობოხიძის ძმა პროკურატურამ დააკავა. მთავარ პროკურატურაში “ნეტგაზეთს” ლევან ბობოხიძიოს დაკავების ფაქტი დაუდასტურეს. თუმცა დეტალურ ინფორმაციას ბობოხიძის დაკავების შესახებ მოგვიანებით მოგვაწოდებენ.  



მასალების გადაბეჭდვის წესი